ელექტრონული ბიულეტენი

...

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 10 წლის ხდება. ეს ის თარიღია, როდესაც მნიშვნელოვანი მიღწევები უნდა შეაფასო და ახალი გამოწვევების დაძლევა დაისახო მიზნად.

განვლილი 10 წლიანი მუშაობის შედეგები ნათლად ასახავს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც  ჩვენი ძალისხმევითა დადგა. თუმცა აშკარაა ისიც, რომ საქმიანობის არეალის გაზრდის, უფრო ამბიციური და მასშტაბური მიზნების დასახვის პარალელურად გაიზარდა გამოწვევები, გაჩნდა ახალი საჭიროებები და შესაძლებლობები.

მომავალი წლების პრიორიტეტებსა და გამოწვევებს შორისაა მთავარ აუდიტორიასთან: სამიზნე ჯგუფებთან, პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება. სწორედ აღნიშნულის ნაწილია წინამდებარე ბიულეტენი, რომელიც ყოველ კვარტალურად გამოიცემა და მკითხველს ჩვენი საქმიანობების და გეგმების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენი სამომავლო გეგმები, მიმდინარე ოთხი პროგრამული მიმართულების (სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ბავშვთა დაცვა) გაძლიერებას  უკავშირდება. ამ ოთხი მიმართულების მთავარ საყრდენად კი სამოქალაქო განათლების გზა ავირჩიეთ. გვჯერა, რომ მხოლოდ ინფორმირებულ და განათლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის მართვაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, თავისი ქვეყნის და საზოგადოებრივი ინტერესების, საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვა. 

ლიკა კილაძე

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის

გამგეობის თავმჯდომარე 

          

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საკითხებზე   2013 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით მუშაობს, ბოლო ორი წლის მანძილზე  საქართველოს ოთხ რეგიონში, თბილისში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ –თან  პარტნიორობით  პროექტი  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ განახორციელა.  აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სწავლების შემდგომ დასაქმების პროცესს.

„ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და უნარ–ჩვევების განვითარებაში დახმარებაა.  მსგავსი პროექტები შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი ამ მიზნის მისაღწევად და აჩვენებს, რომ საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია იპოვოს სამუშაო და მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკის განვითარებაში.“ – ასე შეაფასა პროექტი შემაჯამებელ ღონისძებაზე  ევროკომისიის  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორმა  ქრისტიან დანიელსონმა.

პროექტის ფარგლებში:

 შეიქმნა დასაქმების ცენტრები თბილისში და სამიზნე რეგიონების ძირითად ქალაქებში (ბათუმი, თელავი)  და ამავე დროს იმერეთის რეგიონის დასაქმების ცენტრმა გააგრძელა ფუნქციონირება;

  • შეიქმნა პოტენციური დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიელებელთა ელექტრონული ბაზები;
  • 622 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა ბაზაში;
  • 719 დამსაქმებელი დარეგისტრირდა ბაზაში;  
  • 173 პირი დასაქმდა;
  • 128 შშმ პირი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში;
  • 195 ბენეფიციარმა გაიარა ტრენინგი კარიერულ დაგეგმარებაში;
  • 210 დამსაქმებელმა გაიარა ტრენინგი სტიგმის შემცირების ეთიკის ნორმების, ტერმინილოგიის, სამუშაო ადგილებზე ადაპტაციის ხელშეწყობის თემებზე 
  • 129 შშმ პირი რეფერირდა პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა პროფესიის დაუფლების მიზნით;
  • 8 დასაქმების ფორუმი ჩატარდა;
  • 4 მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.  
  • 12 მემორანდუმი გაფორმდა უმაღლეს სასწავლებლებთან;
  • სოციალური მომსახურები სააგენტოს 19 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები „ დასაქმების სერვისებზე დაფუძნებული ინდივიდუალური უნარები“;
  • მომზადდა 3 ფილმი;
  • .22 ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის სწორად წარმოთქმის საკითხებში;