სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

განხორციელების პერიოდი: 2017– 2020

დონორი: ევროკავშირი

სამიზნე ჯგუფი: სამოქალაქო სექტორი

მიზანი: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოება. 

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე  მეტი  სხვადასხვა  სახის  ღონისძიება  და  გაიცემა  80-მდე  გრანტი,  რითაც  ისარგებლებს  სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2000 წარმომადგენელი  მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოებისინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის  და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.