თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო

დონორი: ევროკავშირი

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის  ხელშეწყობა, მათი   შესაძლებლობების გაზრდა და ინტეგრაცია მთელს ქვეყანაში განსაკუთრებით სოფლად.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მიღწეული იქნება შემდეგი შედეგები:

 ჩატარდება რეგიონალური სემინარი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით;

შემუშავდება გზამკვლევი შშმ პირთა  უფლებებზე  და ხელმისაწვდომ სერვისებზე;

  • ახალი სერვისი "შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნება და დაინერგება საქ. 3 მუნიციპალიტეტში;
  • საერთაშორისო სასწავლო ვიზიტს გაუკეთდება ორგანიზება საკონსულტაციო საბჭოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ორგანიზება გაუკეთდება ტრენინგს;
  • 10 რეგიონიდან 200 ქალი დაესწრება ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე;
  • შერჩევა და დაფინანსდება 8 სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის;
  • 2 ადვოკატირების სემინარი ჩატარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის თემაზე;
  • დაფინანსდება 5 PR ღონისძიებება ადვოკატირების გეგმების განხორციელებისთვის;
  • მოეწყობა 30 საჯარო დებატები შშმ პირთა ადვოკატირების განხორციელების მიზნით.