სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის

გავრცელების არეალი: დასავლეთ საქართველო

დონორი: ევროკავშირი

სამიზნე ჯგუფი: საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები.

პროექტის მიზანი: სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და გამრავალფეროვნება, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში:

  • 95 სოციალური მეწარმე გაივლის მასზე მორგებული ტრენინგ–კურსებს;
  • ტრენინგებისა და სწავლების შედეგად მომზადდება 45 ბიზნეს–გეგმა;
  • დაფინანსდება 13–14 სოციალური საწარმო;
  • 20 მოქმედი სოციალური საწარმო მიიღებს მათზე მორგებულ ინდივიდუალურ საკონსულტაციო  მომსახურებას;
  • გამოიცემა სოციალური მეწარმეობის 2 სახელმძღვანელო.