შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება

გეოგრაფიული არეალი: თბილისი, იმერეთის, აჭარის, კახეთის რეგიონები

განხორციელების პერიოდი: 2015 წლის ოქტომბერი - 2017 წლის სექტემბერი (24 თვე)

დონორი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეწარმეები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი:
                  

  •  719 დამსაქმებელი და 622 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა მონაცემთა ბაზაში;  ;
  •  128 შშმ პირი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში;
  •  195 ბენეფიციარმა გაიარა კარიერული  ორიენტაციის ტრენინგი;
  •  210 დამსაქმებელი დაესწრო ტრენინგს ეთიკის ნორმების, ტერმინოლოგიის, სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და ადაბტაციის ხელშეწყობის საკითხებში;
  •  129 ბენეფიციარი რეფერირდა პროფესიულ სასწავლებელში;
  •  173 ბენეფიციარი დასაქმდა;
  •  8 დასაქმების ფორუმს გაუკეთდა ორგანიზება (2 თითოეულ რეგიონში)
  •  4 საკოორდინაციო საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა;
  •  25  საკოორდინაციო, საკონსულტაციო და საბჭოს სხდომა გაიმართა;
  •  12 მემორანდუმები გაფორმდა პროფესიულ სასწავლებლებთან;
  •  3 ფილმი შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემებზე;
  •  22 ჟურნალისტი გადამზადდა შშმ პირთა სწორად გაშუქების ტექნიკებში;
  •  ჟურნალისტთა კონკურსს გაუკეთდა ორგანიზება.