დღის ცენტრი სამტრედია

სამტრედიის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში 11 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას ინდივიდუალური აბილიტაციისა და რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური, ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო, სახელობო და პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას. სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.