ქალთა გაძლიერების ტრენინგი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი საქართველოს ათი რეგიონიდან იწვევს ტრენინგზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალბატონებს და შშმ პირებთან გათანაბრებულ პირებს (შშმპ-თა დედები, ოჯახის წევრები).

ტრენინგის მიზანია ქალთა ჯგუფების გააქტიურება და მათ მიერ შშმ პირებთან დაკავშირებული სერვისების ინიცირების პროცესის წახალისება.

მონაწილეებისთვის წარდგენილი იქნება შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სახელმწიფო სერვისები, ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებები, მათ განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, სამოქმედო გეგმები, ახალი სერვისების განვითარების შესაძლებლობები, შშმ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატებული მაგალითები და სხვა.

► რეგისტრაციისათვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/qaltatreningi
✎ შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ოქტომბერი
 ერთდღიან ტრენინგზე მონაწილეობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს სრულად დაფარავს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე თითოეული ტრენინგისთვის შეირჩევა 20–25 მონაწილე. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც გამოხატავენ დაინტერესებას ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ შშმ პირთა სერვისების განვითარების ხელშემწყობ საგრანტო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ტრენინგები ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის" ფარგლებში, რომლის მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა მათი სოციალური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც ეფუძნება შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს.

პროექტს საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" თანამშრომლობით ახორციელებს.