ადვოკატირების ტრენინგი იმერეთის სკოლების მოსწავლეებისთვის

8 ნოემბერს, პროგრამის ''მომავლის თაობა'' ფარგლებში, იმერეთის 30 სამიზნე სკოლის კლუბების ლიდერებისთვის და წევრებისთვის ორგანიზებული იქნა ტრენინგი ადვოკატირებასა და სამოქალაქო ინტერესების დაცვაზე. ტრენინგის მიზანს საჯარო პოლიტიკასა და პროცესებში მონაწილეობისთვის მოსწავლეების გააქტიურება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის: პრობლემისა და მისი მიზეზების, აღმოფხვრის შედეგების, გავლენის ბენეფიციარებისა და გადაჭრაში მონაწილე ჯგუფების გამოვლენის შესახებ. ტრენინგი ინტერაქტიულ და სამუშაო რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და თავიანთ თემში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატირების კამპანიის გეგმები შეიმუშავეს. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა“ ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.