დროის ბანკი

პირველი ქართული დროის ბანკი  – www.timerepublic.com 

 

 

დროის ბანკის შექმნის ისტორია

  • დროის ბანკს საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 80 – იან წლებში, უფლებადამცველმა, ედგარ ს. კანმა, შექმნა პირველი საცდელი პროგრამა ‘’Time Dollar’’
  • დროის ბანკი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით წარმატებით ის ინგლისში მუშაობს, სულ რაღაც 5 წელიწადში 140 დროის ბანკი აღმოცენდა და მასში ჩაერთნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სოციალური კავშირები და კაპიტალი ნაკლებად აღელვებდათ

 

რა არის დროის ბანკი?

  • დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას
  • ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა
  • დროის ბანკი დროს იყენებს, როგორც საზომს. დროის კრედიტი ეს არის ვალუტა
  • მომსახურება, რომლისთვისაც არ გვაქვს ფული შესაძლებელია დროის კრედიტით ანაზღაურდეს

 

როგორ მუშაობს დროის ბანკი?

  • მონაწილეები თავიანთი საქმიანობის ერთ საათს აბანდენენ დროის ბანკში, ამასთანავე აქვთ უფლება ‘’გამოითხოვონ’’ თავიანთი 1 საათი იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ სჭირდებათ
  • დროის აღრიცხვა ხდება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში

 

 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს:  tr.edec.ge