სოფიო ონიანი–მაღლაკელიძე

დასაქმების კონსულტანტი

ჩემი თამანამშრომლობა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან 2014 წლის გაზაფხულიდან  დაიწყო, როცა ორგანიზაცია შეუდგა ისეთ სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, როგორიც არის შშმ პირთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.  ჯერ კიდევ მაშინ ძალიან ვშიშობდი,  რა შემეძლო ამ ადამინებისთვის გამეკეთებინა, მაგრამ  დღეს  მე ვარ ამაყი , რომ გვაქვს უამრავი წარმატებული ისტორია, რაც ორგანიზაციის და მისი გუნდის უდიდესი  დამსახურებაა, ბედნიერი ვარ,  რომ ამ  გუნდის ერთი  რგოლი ვარ  და  კიდევ მრავალი წელი ერთად, თანადგომით  შევძლებთ  ამ  უნიკალური თვისებების  მქონე ადამინებს ,  დავეხმაროთ  საკუთარი ინტელექტუალური და პროფესიული  შესაძლებლობების  რეალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში.