სოფიო კუპატაძე

დღის ცენტრების კოორდინატორი


ალბათ არავისთვის უცხო და ორიგინალური არ იქნება თუ ვიტყვი, რომ KEDEC–ი ჩემი მეორე სახლია, ერთი იმიტომ, რომ დღეების უმეტეს დროს აქ ვატარებ, მეორეც იმიტომ, რომ ჩემი მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული ზრდა ამ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული. ჩემი KEDEC–თან ურთიერთობა მოხალისეობით დაიწყო, ამ პერიოდის განმავლობაში შევიძინე მნიშვნელოვანი გამოცდილება და უნარები, რამაც მომცა შესაძლებლობა ორგანიზაციის სრულფასოვანი თანამშრომელი გავმხდარიყავი და  უკვე მეოთხე წელია KEDEC–ელი მქვია და სიამაყით ვატარებ ამ სტატუსს.

აქ არის გარემო, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას და მოტივაციას შეეჭიდო ახალ გამოწვევებს, გქონდეს იმედი გუნდის და ხელმძღვანელობის თანადგომის. ეს ყველაფერი კი, ვფქიქრობ განაპირობებს KEDEC–ის წარმატებას.