თეა შელია

პროექტის კოორდინატორი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აქტიური, გამჭვირვალე, ძლიერი ორგანიზაციაა. იგი სამართლიანად იმსახურებს არასამთავრობო ორგანიზაციათა სივრცეში ერთ–ერთ მოწინავე ადგილს. კედეცი მიზანმიმართულად ახორციელებს საზოგადოებისათვის  საჭირო პროგრამებს. მიმაჩნია რომ ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საქმეს ვაკეთებთ. მე მიყვარს და ვამაყობ ჩემი ორგანიზაციით, ბედნიერი ვარ რომ ამ ძლიერი გუნდის წევრი ვარ.

არაფერია იმაზე კარგი, როცა სამსახურში მისვლა გიხარია, როცა ხვდები რომ ყოველი წამი გაზრდის და განვითარების შესაძლებლობას გაძლევს, როცა გაქვს შეგრძნება რომ კედეცი შენი სოციალური აქტივობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია რომელსაც  ვერასოდეს გამოეყოფი...