განათლება

განათლების პროგრამების მიზანია ადგილობრივი შრომის ღია ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ფორმალური, არაფორმალური, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით. ორგანიზაციას შექმნილი აქვს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის ეფექტური მექანიზმი, რომლის მიზანსაც საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული საჭიროებების გამოვლენა და „საგანმანათლებლო ჩიხების“ აღმოფხვრა წარმოადგენს.

სწორედ ამ მიმართულებით ორგანიზებული კვლევების შედეგებს ეფუძნება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიმდინარე საგნამანათლებლო პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების და მათ შორის ორგანიზაციების საჭიროებებზეა მორგებული და დაინტერესებულ პირებს კომპეტენციაზე დაფუძნებულ და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები ტარდება კომფორტულ და თანამედროვედ აღჭურვილ სატრენინგო სივრცეში. ტრენინგებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები. საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების პროცესში მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილია მაქსიმალურად მაღალი ხარისხი და კეთილგანწყობილი გარემო.


 

სახელი: საჯარო გამოსვლები და დებატები

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: VI–XI კლასის მოსწავლეები

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე

შეხვედრების ინტენსივობა :კვირაში 2 დღე (2საათი)

კურსის ღირებულება: ერთი თვე - 70 ლარი 

მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ საჯარო გამოსვლების ტექნიკები, გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი, მათ შორის ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელსაც გამოიყენებენ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, საჯარო ცხოვრებაში.

დაგეგმილი აქტივობები: კურსის მიმდინარეობისას იმართება კოონკურსები – დებატების ტურნირი; ,,ორტორი“; იმიტირებული სასამართლო პროცესი, საუკეთესო მოსწავლეები ჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ქართულ ან/და ინგლისურენოვან დებატებში.

მოსალოდნელი შედეგი: საჯარო გამოსვლების და დებატების კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, ადვილად იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში. უადვილდებათ პრიოერიტეტების განსაზღვრა და საკუთარი მიზნებისა და მისწრაფებების დაცვა. მაღალია ახალგაზრდულ პროგრამებში მათი ჩართულობა. 


სახელი: ლიდერთა სკოლა

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: 16-22 წლის ახალგაზრდები

სკოლაში სწავლის ღირებულება: 600 ლარი (საშეღავათო ფასით ისარგებლებს და 550 ლარს გადაიხდის სკოლის ის მოსწავლე, რომელიც ერთიანად დაფარავს სწავლის საფასურს, ასევე EDEC- ის  სხვა ფასიან პროგრამაში ჩართული პირი და სკოლაში ჩარიცხული ერთი ოჯახის წევრები)

მიზანი: ლიდერთა სკოლა მასში მონაწილე ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ლიდერისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები და განივითარეონ შესაბამისი შესაძლებლობები.  სკოლა ახალგაზრდებს დაეხმარება შეცვალონ გარემო საკუთარი ისტორიის და პოტენციალის შემეცნების გზით. სკოლის მონაწილეები შეძლებენ უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ამ უნარ-ჩვევებთან ასოცირებული ცოდნის ათვისებას. 

სკოლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

  1. სკოლის მონაწილეები გაეცნობიან ლიდერობის სხვადასხვა ტიპს და განიხილავენ მათ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  2. ისწავლიან პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობას;
  3. მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფური დისკუსიებიში;
  4. შეისწავლიანს სათემო პროექტების შემუშავებს და მართვას;
  5. მონაწილეები გაიღრმავებენ განსხვავებულობის, ინკლუზიურობის და თანასწორობის რწმენას და ხელს შეუწყობენ ამ ღირებულებების პოპულარიზაციას.


სახელი: ENGLISH SPEAKER'S CLUB

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: 18 წლიდან 

შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში 1 დღე ( 1.5 საათი)

კურსის ღირებულება: ერთი თვე - 30 ლარი 

მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ საჯარო გამოსვლების ტექნიკები, გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი, მათ შორის ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელსაც გამოიყენებენ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, საჯარო ცხოვრებაში.

დაგეგმილი აქტივობები: კურსის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრები კვირაში ერთხელ იკრიბებიან და მათთის საინტერესო თემებზე ინგლისურ ენაზე საუბრობენ. მიმდინარე კურსს უძღვება "მშვიდობის კორპუსის" ამერიკელი მოხალისე ელიზაბეთ გარსია.  

მოსალოდნელი შედეგი:  ENGLISH SPEAKER'S CLUB კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები მეტი თავდაჯერებით საუბრობენ ინგლისურ ენაზე. ვითარდება მათი საკომუნიკაციო უნარები, რაც საშუალებას