info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

4

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს შეურთდა და საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.

კამპანიის მონაწილეები აივ/შიდსთან ბრძოლის გზების და შესაბამისი სამედიცინო სერვისების შესახებ ინფორმაციას ქალაქის მასშტაბით ბროშურებისა და ფლაერების საშუალებით ავრცელებდნენ.

კამპანიის მიზანს აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში ცნობიერების გაზრდა და ინფორმირების დონის ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებები ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან "ახალი გზა", "თანადგომა" და "ჰერა XXI" თანამშრომლობით. PITA ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).