info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი “მაკდონალდსთან” ერთად “ჯადოსნურ სამყაროს” ეწვია

5

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა და მაკდონალდსმა ქუთაისის დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს.

მრავალი მხიარული აქტივობა, ტკბილეული, საჩუქარი და ბედნიერად გატარებული დრო - ეს ის არის, რაც ყოველთვის ახლავს “მაკდონალდსისა” და ახალგაზრდების სტუმრობას. ისინი უკვე დიდი ხანია მეგობრობენ დღის ცენტრთან და ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა პროექტისა თუ ღონისძიების ფარგლებში.

ვიზიტი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).