info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

პროგრამა “საქართველოს მოხალისე 2016” დასრულდა

4

თბილისში პროგრამის “საქართველოს მოხალისე 2016” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ პროგრამის მონაწილეებს სიგელები გადასცა, ყველაზე აქტიური მოხალისეები კი დააჯილდოვა. გამოვლინდა საქართველოს საუკეთესო მოხალისეც, ეს ტიტული სამეგრელო-ზემოო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელს, ირაკლი ჯიქიას ერგო.

პროგრამა “საქართველოს მოხალისე” 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა. შერჩეული ყველაზე მოტივირებული 128 ახალგაზრდა 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა მოხალისეობრივ საქმიანობას, რის ფარგლებშიც 400-ზე მეტ აქტივობაში 5000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

პროგრამას “საქართველოს მოხალისე” ახორციელებს ორგანიზაცია “Helping Hand” სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.