info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

თბილისში სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016 გაიმართა

5

8 დეკემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და ASB საქართველოს ორგანიზებით, "ევროკავშირისა" და "პური მსოფლიოსთვის" ფინანსური მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016 გაიმართა.

ფორუმის მიზანს ქართველ სოციალურ მეწარმეებსა და სფეროთი დაინტერესებულ პირებს შორის კავშირების გამბმა და ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში "წლის სოციალური საწარმო" და "წლის START UP სოციალური საწარმო". გამარჯვებულები გახდნენ სოციალური საწარმო "ჰერა" და "არაბული Art-house".  ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს საქართველოს ბანკმა 2000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი გადასცა. ასევე, გამოვლინდა "ფოთის პორტის" რჩეულიც - ეტლების სოციალური საწარმო პორტისგან 1000 ლარს მიიღებს. კომპანიამ "ასკანელი ძმები" ყველა ნომინირებული საწარმო საკუთარი ბრენდის ღვინით დააჯილდოვა. 

პროექტი "სოციალური მეწარმეობა ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის" საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაითერ სამარითერ ბუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.