info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

წყალტუბოში სოციალური მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

9

სოციალური მეწარმეობის პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო სოციალურ მეწარმეობის არსს, მისი განვითარების ისტორიას და განსხვავებებს მეწარმეობის სრულად მოგებაზე ორიენტირებულ და სოციალური მისიის მქონე მოდელებს შორის. 

პროექტი "სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის" ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.