info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

სამუშაო შეხვედრა

img

სამუშაო შეხვედრა

22-09-2016 1

7-10 სექტემბერს დელეგაცია საქართველოდან ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდულ არჩევნების მიმდინარეობას და შეჯამებას დაესწრო.
ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რეგიონული კოორდინატორები, უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ეწვია ბერლინის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს, გაეცნო ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას. დაესწრო U18 არჩევნების შედეგების შეფასებას, არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლების მიერ პარტიების პროგრამების პრიორიტეტების წარდგენას. გერმანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების კუთხით.
პროგრამა U - 18 ხორციელდება საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) მიერ. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით და მათი დახმარებით ამ რეგიონების ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული მონაწილეობის წარმატებული მოდელის U18 (Under 18) გავრცელება