info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის განხორციელება

img

მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის განხორციელება

11-10-2016 1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლა აგრძელებს ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის'' მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,თანადგომა" განხორციელებას.
სკოლაში შეიქმნა რესურს ოთახი, რომელიც ინვენტარითა და სასწავლო რესურსებით აღიჭურვა. გაკეთდა პანდუსი.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება ,,როგორ ინგრევა კედელი", ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ზოვრეთის საჯარო სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა''.
სამოქალაქო განათლების პროგრამას ,,მომავლის თაობა'' ახორციელებს PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი