info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები პროექტ U 18 - ის ფარგლებში

img

ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები პროექტ U 18 - ის ფარგლებში

11-10-2016 1

26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით პროექტის U18-"მეტი შეგვიძლია" ფარგლებში იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები გაიმართა. პროექტში ჩართულები იყვნენ ქ. ქუთაისის მე–12, მე–15, 23–ე, 32–ე, 37–ე საჯარო სკოლები და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის U18 – „მეტი შეგვიძლია“ ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდული მონაწილეობის წარმატებული მოდელის - U18 გავრცელება საქართველოს ექვსრეგიონში.
პროექტი U18 გულისხმობს 18 წელს ქვემოთ ასაკის ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებას. გაცნობირებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების სწავლებას. ახალგაზრდების მომავალ ამომრჩევლად აღზრდას.
პროექტი ხორციელდება სიქა- საგანმანათებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ, პროექტის „მეტი შეგვიძლია“ ფარგლებში, ქ, ბერლინში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია DRA, პარტნიორობით. იმერეთში პროექტის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.