info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

დასუფთავების აქცია

img

დასუფთავების აქცია

11-10-2016 1

4 ოქტომბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დასუფთავების აქციას გაუკეთეს ორგანიზება, რომლის მიზანს წარმოადგენდა სუფთა გარემოს შენარჩუნება, გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართვა, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საზოგადოების ფართო მასების ინფორმირება. ახალგაზრდებმა ნარჩენებისგან ქალაქის ცენტრალური ნაწილის, კერძოდ ტორბედოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორია და ქ. ქუთაისის #31 საჯარო სკოლის ეზო დაასუფთავეს. ცენტრის მიერ ანალოგიური ხასიათის ღონისძიებები პერმანენტულად განხორციელდება.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).