info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

ქუთაისის მერიაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

22

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

ღონისძიების მონაწილეებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე მიესალმნენ, რომლებმაც აქცენტი პროექტის მიზანსა და მის პრიორიტეტულობაზე გააკეთეს

პროექტის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ უნარებზე მორგებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენდა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რვათვიანი პროექტის შედეგები: 

• 37 შშმ პირის შრომითი და პროფესიული უნარები შეფასდა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ

• 30 შშმ პირმა გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგ–კურსი

• 10 შშმ პირმა გაიარა პროფესიული გადამზადების სრული კურსი, სერტიფიცირებისა და ვალიდაციის პროცესი და დაეუფლა მზარეულის, ფრჩხილის მოვლის, სასტუმროს საქმის სპეციალისტის პროფესიებს

• 7 შშმ პირი რეფერირდა პროფესიულ სასწავლებელში და ჩაერთო სასწავლო პროგრამაში მისთვის სასურველი პროფესიის დაუფლების მიზნით

• 6 შშმ პირი რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში, გაიარა რეალურ სამუშაო გარემოში სწავლება და აიმაღლა კვალიფიკაცია არჩეულ პროფესიაში

• 6 შშმ პირი რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამაში

• 4 შშმ პირი დასაქმდა შრომის ღია ბაზარზე

შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ.