info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

საგურამოს დღის ცენტრში "იალონი" საახალწლო ღონისძიება გაიმართა

30

28 დეკემბერს, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრმა „იალონი“ ცენტრის მეგობრები ერთად შეკრიბა, გასული წელი შეაჯამა, მეგობრებს სამომავლო გეგმები გააცნო და სტუმრების საახალწლო განწყობაზეც ინტეგრირებული ღონისძიებით იზრუნა.

დღე კიდევ უფრო გაალამაზა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, m²-სა და ზედაზენის მიერ ბენეფიციარებისათვის გადაცემულმა საჩუქრებმა.

ღონისძიების დასასრულს ცენტრის მეგობრებს სამადლობელი წერილები გადაეცათ.