info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

მინერალური წყალი " ხოფური" მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი

img

მინერალური წყალი " ხოფური" მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი

13-10-2016 1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის სამოქალაქო კლუბმა გასულ წელს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,მინერალური წყალი ,,ხოფური“ განახორციელეს. თუ აქამდე სოფელში არსებული მინერალური წყლის შესახებ ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია და წყლის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი იყო. დღეს ეს პრობლემებიაღარ არსებობს. პროექტის დასრულების შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მოწესრიგდა მისასვლელი გზა, ტურისტებისთვის გაკეთდა მოსასვენებელი სკამები, გაიწმინდა წყლის რეზერვუარი.
,,ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ გვარდება მოსწავლეთა მიერ ინიცირებული პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლება ყველა იმ დანაპირებს ასრულებს, რაც მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში მისცეს. დღეს ხოფურის მინერალური წყალი უკვე არის ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი. ‘’ – ამბობს შორენა ქურასბედიანი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.