info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

საგზაო უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

73

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) საგზაო უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა 30–მდე ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრის მონაწილეები საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაეცნენ.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ საინიციატივო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის აღნიშვნა, რომელიც 6–12 მაისს გაიმართება. ახალგაზრდები ქუთაისის საბავშვო ბაღებში და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს ჩაატარებენ. ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგიდების ორგანიზება და ფოტო–ვიდეო კონკურსების ჩატარება საგზაო უსაფრთხოების თემაზე.