info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

სპეციალური აქცია ხანდაზმული ქალებისთვის

122

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კომპანია მაკდონალდსის მხარდაჭერით ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში აქცია გამართეს.

ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს მაკდონალდსი გაუმასპინძლდა.აქციის მიზანი ხანდაზმული ქალების სოციალიზაცია, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათზე ზრუნვაა.

ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).