info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

„თბილისი მოლში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

66

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 19 აპრილს, „თბილისი მოლში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერია “თბილისი მოლი“.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას. ფორუმში მონაწილეობა 80–მა სამუშაო მაძიებელმა და 20–მა დამსაქმებელმა მიიღო.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და ალექსეი მესჩერიაკოვმა, „თბილისი მოლის“ გენერალურმა მენეჯერმა.

„თბილისი მოლი“ დასაქმების ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში არაერთი დასაქმების ფორუმი გაიმართა, ამგვარად დასაქმების ფორუმი ჩამოყალიბდა პლათფორმად, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კერძო სექტორს უშუალო კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ.