info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

დებატების სკოლის მონაწილეებს შორის გამარჯვებულები დასახელდნენ

50

საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების სკოლის კურსის „კარლ პოპერის დებატები“ მოსწავლეებს შორის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა მათთვის სასურველ თემებზე 1-წუთიანი სიტყვა მოამზადეს. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოსდაცვით პოლიტიკაზე, ბულინგზე, ცხოველთა დაცვაზე და სხვა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს,

პირველი ადგილი ნინო ხუციძეს ხვდა, მეორე ადგილზე დავით გელაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ხატია ტუკვაძემ მიიღო. ამავე დღეს გამოვლინდა „პოლიტიკური დებატების“ მონაწილეებისთის გამართული კონკურსის გამარჯვებული. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა 30 წუთის განმავლობაში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ თემებზე 1-წუთიანი სიტყვები უნდა მოემზადებინათ. კონკურსის ფარგლებში იოსებ ცხვარაძე დაჯილდოვდა .

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ ქუთაისის #37 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლალი უშვერიძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) დღის ცენტრების კოორდინატორი სოფიო კუპატაძე და ქუთაისის #12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა.

კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.