info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

ედეკმა „თბილისის მოლს" მადლობის წერილი გადასცა

70

ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მესჩერიაკოვს, „თბილისი მოლის" გენერალურ მენეჯერს მადლობის წერილი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით და “თბილისი მოლის“ პარტნიორობით 19 აპრილს, „თბილისი მოლში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მადლობას უხდის „თბილისი მოლს" და მის გენერალურ მენეჯერს პარტნიორობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კვლავ ვითანამშრომლებთ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.