info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ტრენინგ–სემინარი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები''

img

ტრენინგ–სემინარი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები''

07-11-2016 1

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგ-სემინარს თემაზე ’’ადამიანის უფლებები’’, რომლის თემატიკა მთლიანად დაეთმო ადამიანის უფლებებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილეები გაეცვნენ: რა არის ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვა, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დელკარაცია და სხვა. ტრენინგ-სემინარის მუშაობას იურისტი გიორგი მშვენიერაძე უძღვებოდა. ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით. PITA ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).