info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

დასაქმების ფორუმი ქალაქ ბათუმში

img

დასაქმების ფორუმი ქალაქ ბათუმში

07-11-2016 1

ქალაქ ბათუმში პროექტის: " შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით.
დასაქმების ფორუმზე, აჭარის რეგიონში მოქმედმა მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და მათ საწარმოში დასაქმების ან სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, მედიის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
პროექტი " შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" 2015 წლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება