info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ტრენინგი თემაზე: ,,ბინათმამხანაგობების შექმნა და ფუნქციონირება"

img

ტრენინგი თემაზე: ,,ბინათმამხანაგობების შექმნა და ფუნქციონირება"

17-11-2016 1

პროექტის „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში დასრულდა ტრენინგები თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა და ფუნქციონირება“.
ტრენინგებს ესწრებოდნენ ქუთაისში დარეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეები და წარმომადგენლები. პირველი მოდულის ფარგლებში 100– მდე პირმა გაიარა ტრენინგები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი: „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.