info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

,,უფრო ახლოს, უფრო მარტივად!"

img

,,უფრო ახლოს, უფრო მარტივად!"

17-11-2016 1

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ,,ჯადოსნური სამყარო’’ ,,მაკდონალდსის" სოციალური კამპანიაში ,,უფრო ახლოს, უფრო მარტივად!" ჩაერთო. ,,ბეთერ ფლაი პროდაქშენის" მიერ აქციის ორგანიზებისათვის დღის ცენტრთან ერთად დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები: აკადემიური საათი-თემა შემოდგომა, სახვითი ხელოვნების გაკვეთილი, ფილმის ჩვენება, ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობის მულტიდისციპლინარული მეთოდების პრეზენტაცია, თავისუფალი საათი, მუსიკალური აქტივობები. ორი დღის განმავლობაში ,,ბეთერ ფლაი პროდაქშენის" შემოქმედებითი ჯგუფი დღის ცენტრის საქმიანობის პროცესის მონაწილე გახდა. ინტეგრირებული პროგრამა, რომელშიც სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში შექმნილი მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები იღებდნენ მონაწილეობას, შეიქმნა ერთობლივი მხატვრული ნამუშევრები.
სოციალური კამპანიის ფინალური ეტაპს დღის ცენტრის ბენეფიციართა მშობლები შემოუერთდენ. ბავშვებს მშობლებთან ერთად ,,მაკდონალდსისა" და ,,ბეთერ ფლაი პროდაქშენის" შემოქმედებითი ჯგუფის სურპრიზი ელოდათ. ქალაქის ქუჩებში გასეირნება რუსთაველის გამზირზე, ბავშვების ნახატის მიხედვით მოხატული კედელის, განსაკუთრებულად ემოციურად გამოხატული, აღმოჩენით დასრულდა.
კამპანია მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდას.
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე, პოეტ ზურაბ კუხიანიძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას, განსაკუთრებულად ალამაზებს მხატვრული ნამუშევარი, რომელიც დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ აღსაზრდელების: ბელა, ბაქარ და ბერდია ნანავების, ასად ასკეროვისა და მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ კიკნაძის მიერ შესრულებული მხატვრული ნამუშევრის მიხედვით მოიხატა.
,,მაკდონალდსი" სოციალურ აქციას საქართველოს ხუთ ქალაქში მართავს.