info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

სამუშაო შეხვედრა

img

სამუშაო შეხვედრა

17-11-2016 1

პროექტის „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა ბელორუსიაში. სამუშაო შეხვედრას პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ვიზიტის ბოლო დღე დაეთმო საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობაზე, გამოწვევებზე და პერსპექტივებზე თავიანთ ქვეყნებში. კონფერენციაზე ქართული მხარის სახელით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი, ანდრო აგაბაშვილი წარსდგა.
პროექტი: „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.