info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ტრენინგი პროფესიული ორიენტაციის თემაზე

img

ტრენინგი პროფესიული ორიენტაციის თემაზე

30-11-2016 1

24 ნოემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი პროფესიული ორიენტაციის თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა: მონაწილეებისთვის კომუნიკაციის ტექნიკების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავება; საკუთარი შესაძლებლობების და უნარების შეფასება კარიერული ზრდის დაგეგმვის მიზნით; CV-ის ფორმების, სამსახურეობრივი ინტერვიუს ტექნიკების, საქმიანი ეტიკეტის ნორმების და მათი მიზნობრივი გამოყენების წესების გაცნობა. ტრენინგი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC)