info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

img

აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

30-11-2016 1

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი შეურთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის ფარგლებში ორგანიზებულ აქციას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, ფემიციდის/ქალთა მკვლელობის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სოლიდარობის გამოცხადება. ღონისძიებას სასკოლო სამოქალაქო კლუბები შეუერთდნენ.
აქცია ორგანიზებული იქნა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).