info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ლექცია ოჯახური დაგეგმარების თემაზე

img

ლექცია ოჯახური დაგეგმარების თემაზე

30-11-2016 1

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მშობელებისთვის ჩატარდა ლექცია ოჯახის დაგეგმარების თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა არასასურველი ფეხმძიმობის პრევენცია, თანამედროვე კონტრაცეფციის, აბორტის პრევენციის, უშვილობასთან ბრძოლის შესახებ მშობლების ცნობიერების ამაღლება. ლექციას INER GEORGIA-ს მოწვეული ექსპერტი ნანა ნებიერიძე უძღვებოდა. ლექცია ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).