info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

სემინარი თემაზე ,,გამოხატვის თავისუფლება''

img

სემინარი თემაზე ,,გამოხატვის თავისუფლება''

30-11-2016 1

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზებული იქნა ტრენინგ-სემინარი თემაზე „გამოხატვის თავისუფლება“, რომელსაც ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი გიორგი მშვენიერაძე უძღვებოდა. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების და განათლების დონის ამაღლება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით. PITA ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).