info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

ზუგდიდში შემდუღებლის დუალურ პროფესიულ პროგრამა მიმდინარეობს

9

ზუგდიდში „შემდუღებლის“ მოკლევადიანი მომზადება – გადამზადების დუალურ პროფესიულ პროგრამაში ჩართული მონაწილეები შპს „ქალაქმშენსერვისის“ ბაზაზე პრაქტიკულ სწავლებას გადიან.

„შემდუღებლის“ დუალური პროფესიული სასწავლო პროგრამის სერტიფიცირებული კურსდამთავრებულები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პოტენციურ დამსაქმებლებთან გაივლიან.

სასწავლო პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 16-35 წლის ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.