info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

„იალონის“ ბენეფიციარებს ჩეხმა და სლოვაკმა მეგობრებმა ოთოპედიული საშუალებები შეუძინეს

10

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ჩეხმა და სლოვაკმა მეგობრებმა ბენეფიციარების საჭიროებები შეისწავლეს და მათ ოთოპედიული საშუალებები შეუძინეს.

ძვალსახსროვანი სისტემა სხეულის საყრდენია, გამართული საყრდენი კი ორგანიზმის სხვა სისტემების სათანადო მუშაობასაც უწყობს ხელს. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სათანადო განვითარებისთვის სათანადო პირობებია საჭირო.

დარღვევა ასაკთან ერთად პროგრესირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა.

მიღებული საჩუქრები მნიშვნელოვანია ცენტრის ბენეფიციარების ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის.

ორგანიზაცია მადლობას უხდის ერთგულ მეგობრებს მხარდაჭერისთვის.