info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

მშობელთა კლუბების შეხვედრა

img

მშობელთა კლუბების შეხვედრა

13-12-2016 1

16 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ქუთაისის, სამტრედიისა და თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში მშობელთა კლუბის შეხვედრები შედგა. მშობელთა კლუბების 2016 წლის რიგით მეოთხე შეხვედრა მიზნად ისახავდა წლის განმავლობაში განხორციელებული სავალდებულო ღონისძიებების შეჯამებას და 2017 წლის პრიორიტეტების განსაზღვრას, მშობლებისათვის ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. მშობელთა კლუბის წევრები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან საახალწლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელების პროცედურებში და 2017 წლის კლუბის სამომავლო განვითარების ახალი გეგმის შედგენის პროცესებში, პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის გზით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული მშობელთა უფლება–მოვალეობები და მიღებული უკუკავშირის პროცედურები. მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მიეცათ მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამჭვირვალედ გამოხატვის საშუალება.
აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის ბაზისური მომსახურებების სრულყოფის საკითხების (სხვადასხვა სახის თერაპიული, შრომითი და სოციალური აქტივობების, სოციალურ-ადაპტაციური, მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარების განვითარებას) და სოციალური ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გააქტიურებას.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.