info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

img

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

13-12-2016 1

1 დეკემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი შეურეთდა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექცია/შიდსის შესახებ და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day). პირველად ეს დღე 1988 წელს, მას შემდეგ აღინიშნა, რაც მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აივ/შიდსთან დაკავშირებით სოციალური შემწყნარებლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გაფართოების შესახებ მოწოდება გაისმა. თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა. ღონისძიებები ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია \"ახალი გზა\", \"თანადგომა\" და \"ჰერა XXI\"-სთან თანამშრომლობით. PITA ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).