info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

img

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

13-12-2016 1

ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. ცენტრის წევრები „მაკდონალდსთან“ ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ ეწვივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გამართეს. კომპანიამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და ბავშვზე მზრუნველობა. ცენტრი უკვე მეოთხე წელია თანამშრომლობს მაკდონალდსთან. ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).