info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

მისია

მისია

არასამთავრობო ორგანიზაციის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 

  • თანაბარი პირობების შექმნა ყველა ახალგაზრდისათვის, მათი სოციალური მდგომარეობის, რელიგიური, პოლიტიკური მრწამსის, რასის, სქესის და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად;
  • სამართლიანობა;
  • გამჭვირვალობა;
  • თავისუფალი არჩევანის უფლება;
  • პარტნიორობა;

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  2008 წლის 10 იანვარს დაფუძნდა. ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს:

  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  • ბავშვთა დაცვა;
  • ეკონომიკური განვითარება;
  • განათლება;

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოთხი პროგრამული მიმართულების ფარგლებში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომლებიც ორგანიზაციის მისიის და პროგრამული მიზნების მიღწევას ემსახურება.