info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი



ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი 


განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გთავაზობთ უფასო ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას. ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ მცირე და საშუალო ბიზნეს საქმიანობის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს: 


  • ახალგაზრდებს;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს;
  • სოფლად მცხოვრებ ქალებს; 
  • იძულებით გადაადგილებულ პირებს; 
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს/მეურვეებს ან ოჯახის წევრებს;


ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:


  • ბიზნეს დაგეგმარებაში დახმარება;
  • ფინანსური ანალიზი, ფინანსური მოდელის შემუშავება;
  • მარკეტიგული ანალიზი, ბაზრის კვლევა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება; 
  • ახალი პროდუქციის განვითარება და ზრდის სტრატეგიების შემუშავება; 
  • ბიზნესის წამოწყებისთვის და განვითარებისთვის რესურსების მოძიებაში დახმარება;
  • საინვესტიციო პროექტის და ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება;
  • ექსპორტის შესაძლებლობის ანალიზი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში (DCFTA) ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაცია;
  • აგრობიზნესების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რჩევები იურიდიულ, ექსტენციის და ბიზნესის განვითარების საკითხებში; 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ინგოროყვას #64

ელ. ფოსტა: bcc@edec.ge

ოფისი: (0431) 25-13-30