info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

განათლება

განათლების პროგრამების  მიზანია ადგილობრივი შრომის ღია ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ფორმალური, არაფორმალური, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით.

 ფორმალური და არაფორმალური სისტემის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარებას, განათლების მიღების შესაძლებლობას  ნებისმიერი და მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. 

ორგანიზაცია, წლის მანძილზე, მის მიერ შექმნილი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის ეფექტური მექანიზმით პერმანენტულად იკვლევდა სხვადასხვა სეგმენტში არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებებს, ქმნიდა ცალკეულ მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებულ  კურსებს და, როგორც ორგანიზაციებს ასევე ინდივიდებს მოქნილი პირობებით  სთავაზობდა. შედეგად წელს, ტრენინგ–კურსების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და ისეთ კურსებს როგორიცაა ზო¬გა¬დი მე¬ნეჯმენ¬ტი, სა¬ზო¬გა¬დოებას¬თან ურ¬თი¬ერ¬თობა და მარ¬კე¬ტინ¬გი, ადა¬მი¬ა¬ნუ¬რი რე¬სურ¬სების მარ¬თვა, ოფი¬სის და ფი¬ნან¬სების მარ¬თვა, სა¬გა¬და¬სახადო საქ¬მე, ბუღალ-ტე¬რი¬ა, სა¬ო¬ფი¬სე კომ¬პი¬უ¬ტე¬რუ¬ლი პროგ¬რა¬მები, უცხო ენები, ფოტოგრაფია, დაემატა კარიერული ორიენტაციის, ინკლუზიური განათლების და  ფსიქოლოგიის კურსი  საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებისთვის, მოზარდებისთვის შეიქმნა მკითხელთა კლუბი, რომლის მიზანს  ჩვენს ირგვლივ არსებული  მრავალფეროვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და წიგნის, ერთობლივად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. მხოლოდ 2016 წლის გან¬მავ¬ლობაში ცენ¬ტრის მი¬ერ შე¬თა¬ვა¬ზებული ტრე¬ნინგ კურ¬სები 267 ადა¬მი¬ან¬მა გა¬ი¬ა¬რა. 

პროფესიონალი მენტორების, თანამედროვედ აღჭურვილი სივრცის, ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების დამსახურებით, ორგანიზაციამ წელსაც ადვილად შეძლო აუდიტორთა მხრიდან დადებითი უკუკავშირების მიღება, რაც მომავალში ცენტრის მხრიდან, კიდევ უფრო მეტი ,,საგანმანათლებლო ჩიხის’’ იდენტიფიცირებას და ინოვაციური მეთოდების დანერგვის სტიმულირებას მოახდენს.