info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

TIME BANK



დროის ბანკი

მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციისთვის ორგანიზაციამ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმა  „დროის ბანკი“ დანერგა. „დროის ბანკი“ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში დაინერგა. 


რა არის „დროის ბანკი“?


„დროის ბანკი“ არის სისტემა, რომლის მეშეობითაც შეგვიძლია გავიგოთ ვის სჭირდება დახმარება  და ვინ არის მზად ჩვენი დახმარებისთვის! 


  • ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა.
  • დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას.
  • „დროის ბანკი“ დროს იყენებს, როგორც საზომს. დროის კრედიტი, ეს არის ვალუტა, რომელსაც მომსახურებაში ფულის ნაცვლად იხდი. 
  • „დროის ბანკის“ წევრები თავიანთი საქმიანობის ერთ საათს „დროის ბანკში“ აბანდებენ. ამასთანავე მათ აქვთ უფლება საჭიროების შემთხვევაში ეს 1 საათი  „გამოითხოვონ“ მათთვის მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად.
  • დრო აღირიცხება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში – www.timerepublik.com

დროის ბანკის შექმნის ისტორია:

  • „დროის ბანკს“ საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა. უფლებადამცველმა ედგარ ს. კანმა, შექმნა პირველი საცდელი პროგრამა ‘’Time Dollar’’.
  • „დროის ბანკი“ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით წარმატებით პლატფორმა ინგლისში მუშაობს. სულ რაღაც 5 წელიწადში 140 დროის ბანკი გაჩნდა და მასში ისეთი ადამიანებიც ჩაერთნენ, ვისაც სოციალური კავშირები და კაპიტალი ნაკლებად აღელვებდა.