info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ენისა და მეტყველების სერვისი


მოგვმართეთ მეტყველების დარღვევის დროული დიაგნოსტიკისთვის!

პირველი კონსულტაცია უფასოა!

ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისს  „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” „ლოგომედი - მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან“ პარტნიორობით ახორციელებს.  

ვინ არიან ენისა და მეტყველების თერაპიის მომხმარებლები?

 

  • 2–დან 14 წლამდე ბავშვები;
  • 15–18 წლის მოზარდები;
  • 18–40 წლამდე ზრდასრულები. 

რას გულისხმობს თერაპია თითოეული მომხმარებლისთვის?

  • საჭიროების შეფასებას და დიაგნოზის დადგენას;
  • ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენას, მომსახურების მიწოდებასა და მიღწეული შედეგების შეფასებას;
  • მშობლების/მომხმარებლის კონსულტირებას;

 რა ტიპის ენისა და მეტყველების დარღვევათა კორექცია–მკურნალობას გთავაზობთ?

 

  • მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა;
  • რეცეპტული ტიპის მეტყველების დარღვევა;
  • ექსპრესული ტიპის მეტყველების დარღვევა;
  • დიზართრია;
  • რინოლალია;
  • აფაზია;
  • ტაქილალია;
  • ბრადილალია;
  • ლოგონევროზი.

რა პედაგოგიურ და სამედიცინო ღონისძიებებს ითვალისწინებს კომპლექსური თერაპია?

  • საარტიკულაციო აპარატის პირდაპირ მასაჟს;
  • საარტიკულაციო აპარატის ვიბრაციულ მასაჟს;
  • პერიფერული სამეტყველო ზონების რეფლექსთერაპიულ სტიმულაციას;
  • სუნთქვით ვარჯიშს;
  • დიქციურ ტრენინგს;
  • სამეტყველო ხმის გავარჯიშებას;
  • ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას;
  • ფონემური სმენის გავარჯიშება–სტიმულაციას;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
  • ფრაზეოლოგიური მეტყველების განვითარებას;
  • კომპიუტერულ კორექციას;
  • ფიზიოთერაპიას;
  • ფსიქოთერაპიას;
  • დიქციურ და დიაფრაგმულ სუნთქვის გავარჯიშებას;

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: გრიშაშვილის მე-4 შეს. #8

ელ. ფოსტა: info@edec.ge

მობილური: 551 18 18 70

ოფისი: (0431) 25-13-33