info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

სოფიო კუპატაძე

პროგრამის კოორდინატორი

სოფიო კუპატაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2013 წელს შეუერთდა. ის ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორია. სოფიოს მოვალეობებში შედის ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და საგურამოში არსებული დღის ცენტრების ადმინისტრირება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პედაგოგთა მონიტორინგს და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაციას. 

სოფიო ჩართული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის არაერთ პროექტში, შესაბამისად, მას პროექტების კოორდინირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სოფიოს სამუშაო გამოცდილება ძირითადად დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ეკონომიკურ და უფლებრივ გაძლიერებასთან. 

სოფიომ აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მიიღო, მოგვიანებით კი, პოლიტოლოგიის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი უკრაინაში, ვლადიმერ დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ნაციონალურ უნივერსიტეტში მიენიჭა.